ჰარი პოტერის შემდეგ სერიას მაღლივში გადაიღებენ
სასიამოვნო საიხლე გაჟღერდა დღეს "ვორნერ ბრაზერსის" facebook გვერდის მეშვეობით,ყველასათვის საყვარელი ფილმის, ჰარი პოტერის მომდევნო სერიას თბილისში გადაიღებენ, სახელწოდება დაზუსტებით უცნობია თუმცა, სავარაუდო ვერსიად "ჰარი პოტერი და შეტენილი საგნები" განიხილება.
რეჟისორების თქმით ახალ სერიაში ჰოგვარტსის მოწაფეები გადაწყვეტენ მტერთან უფრო ახლოს მივიდნენ,ისინი სასწავლებელს ტოვებენ და ახალ თავშესაფარს ეძებენ, რომელსაც იპოვიან კიდეც, მაღლივი ახალი ჰოგვარტსი გახდება, მაღლივის ბიბლიოთეკა კი ახლიდან აღზევებული ბნელი ლორდის სამეფო.
როგორც ცნობილია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თავდაპირველად უარზე იყო, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა , რომ ზაფხულიდან გადაღებები დაიწყება, მაგრამ რამდენიმე როლს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც მოირგებენ.
ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული,მაგრამ სავარაუდოდ საგამოცდო ცენტრის უფროსი ვოლდემორტის როლს მოირგებს, დამკვირვებლები კი დემენტორები იქნებიან, გამოცდაზე ჯოხების შეტანა აკრძალული იქნება.
მაღლივის ფანკლუბმა ექსკლუზიურად მოიპოვა სცენარის დეტალები, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ახალ სერიაში ჰარის sms.tsu.ge -ს ბნელი ლორდი დაეპატრონება და ჰარი საგნებს ვერ აირჩევს, ის და მისი მეგობრები ცდილობენ ჰარის სასწავლო ბარათი დააბრუნონ და ცხრილში საგნები ჩასვან.
იმედი მაქვს საინტერესო სერია გამოვა, მოუთმენლად ველი ^^
No comments: