გაქცევა მაღლივიდან
ქართული კინოთეატრები პრემიერის მოლოდინშია,რამდენიმე თვეში საზოგადოება ახალ ფილმს იხილავს, რომელიც ყველასათვის ცნობილი ფილმის : "გაქცევა შოუშენკიდან" ქართული ვერსია იქნება. რეჟისორები დეტალებს არ ახმაურებენ, თუმცა ყვითელ პრესაში გამოჩნდა ჭორები ფილმი სცენართან დაკავშირებით, გთავაზობთ მის მოკლე ვერსიას:
მაღლივი ეს უნივერსიტეტის სახელწოდებაა , სადაც ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მოემზადე საშინელებისთვის მაღლივში, რადგან აქედან გამოსავალი არ არის. ის ყველაზე საშიში ადგილია,მათთვის ვინც გამოცდაზე გადაწერის იმედად მიდის, მაგრამ შემთხვევით იქ მოხვდება ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ გამოცდისთვის სრულიად მოუმზადებელია. ამ ამბავს გვიყვება რედი, რომელსაც ედი დუფრეინის მობილობამდე 4 წელი უკვე გატარებული ჰქონდა მაღლივში, მაგრამ მაინც საეჭვო იყო რომ მას ოდესმე გაეღწია იქედან.
წლების მანძილზე დუფრეინი ითმენს დამკვირვებლების და საგამოცდო ცენტრის უფროსის უხეშობას, უსამართლობას, ბოლოს კი , უამრავი დამცირების, შეტენილი საგნისა და ნათევი ღამეების შემდეგ ის თავის მიზანს მიაღწევს, ენდი შეიმუშავებს გეგმას, რომლითაც შეძლებს ყველა შუალედურსა და ფინალურზე საკუთარი ვარიანტის გამოთვლას და წლების შემდეგ ის იწყებს საგნების ჩაბარებას. ცოტას თუ მოუხერხებია მაღლივში გადაწერა, ენდიმ კი ეს მოახერხა, მაღლივიდან წავიდა, წლების შემდეგ კი თავისი მეთოდები გამოაქვეყნა, გაწბილებული დამკვირვებლების ნახვას ფილმში შეძლებთ, რომელიც დღის სინათლეს 2017 წლის ივლისში იხილავს.
No comments: