მაღლივის ბიბლიოთეკაში სარიტუალო დარბაზი გაიხსნება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაღლივის ბიბლიოთეკის შენობა თავისუფალ დღეებში სარიტუალო დარბაზის ფუნქციას შეითავსებს.
მოგეხსენებათ საგამოცდო პერიოდის დასრულების შემდეგ მაღლივის ბიბლიოთეკის შენობა ცარიელდება, უნივერსიტეტს კი დამატებითი შემოსავალი სჭირდება, ამიტომ საგამოცდო ცენტრის ინიციატივით საგამოცდო აუდიტორიები სარიტუალო დარბაზებად გადაკეთდებიან. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ შენობა აღნიშნული ინიციატივისათვის ხელსაყრელი ადგილია, დიდი სივრცისა წყალობით შესაძლებელი იქნება ერთდროულად რამდენიმე ცერემონიის გამართვა, მაღლივის ბიბლიოთეკა ერთდროულად 5000-ზე მეტ სტუმარს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ შეიცვლება ქართული სუფრის წესი, რადგან სტუმრებს ინდივიდუალურ მაგიდებზე მოუწევთ განთავსება, შენობაში გაბატონებული წესების გამო კი აკრძალული იქნება ჯგუფურად ქეიფი და გადალაპარაკება, ამ ინიციატივას საზოგადოების დიდი ნაწილი პროტესტით შეხვდა, მაგრამ მოწონება დაიმსახურა თამადებს შორის , მათი თქმით ასე უფრო მარტივად შეძლებენ სუფრაზე წესრიგის შენარჩუნებას, გთავაზობთ ცნობილი თამადის მიერ სოც. ქსელებში გავრცელებულ კომენტარს:
" წესრიგს მივესალმები, სუფრაზე თამადის სიტყვა კანონია, მაგრამ თუ კანონს არ მოუსმინე როგორ უნდა დაიცვა? დღეს ქორწილის სუფრა დავტესტეთ მერვე სექტორში და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მარტივად გადავედი ალავერდს ოცდამესამე მაგიდასთან; მოჩხუბრები გადავსვი სხვადასხვა სექტორში; საჭმლის დამატება მოთხოვნით იყო და დამკვირვებლები მარტივად ამატებდნენ ; შავი ღვინის დალევა აკრძალული იყო... პროგრესი საჭიროა ხალხნო... "
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ დამატებითი შემოსავალი გაიჩინონ და თავისუფალ დროს დამხმარე პერსონალად იმუშავონ დარბაზში, როგორც საგამოცდო ცენტრში აცხადებენ სტუდენტებს ყველანაირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადება აქვთ გავლილი იმისათვის, რომ მსგავს სამუშაოს შეეჭიდონ. "დარბაზის წესები მათზე უკეთ არავინ იცის, ისე არიან გამწარებულნი , რომ ჩხუბის წამოწყების პირველივე მცდელობას ადგილზევე ჩაკლავენ,ამდენი ხნის ნაგროვებ ჯავრს ამოიყრიან და ჯიბის ფულსაც იშოვიან" - აცხადებს საგამოცდო ცენტრის უფროსი.
ქელეხი ჩვეულებრივ ფორმატში ჩაივლის, რადგან საზოგადოების საერთო განწყობილება არ განსხვავდება საგამოცდო დღეებში არსებული განწყობისაგან, შესაბამისად დამკვირვებლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
ავტორი : დააჭირე და გაიგებ ;)
მოგიხდა ლანჩხუთის ჰაერი 😂💚
ReplyDelete