Ads Top

ვაკანსია დამკვირვებლის თანამდებობაზე



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დამკვირვებლის პოზიციაზე.



სქესს არ აქვს მნიშვნელობა,თუმცა უპირატესობა მიენიჭება გაუთხოვარ ქალბატონებს.

მოთხოვნები:
მკაცრი გამომეტყველება
ხმის ძლიერი იოგები
სასურველია ჰქონდეს ბანკის ვალი
ფლობდეს რომელიმე საბრძოლო ხელოვნებას
შეეძლოს ერთდროულად 3 სექტორის გაკონტროლება
რკინის ნერვები


ძირითადი მოვალეობები:
სტუდენტების თვალთვალი
ფსიქოლოგიური ზეწოლა
თავიდან ფეხებამდე შემოწმება
ნებისმიერი ზომისა და ფერის ნაწერის აღმოჩენა სხეულზე
სტუდენტების საპირფარეშოში არ გაშვება



პიროვნული თვისებები:
შეუბრალებლობა
გულცივობა
ხანდახან მოჩვენებით სიკეთე
ცუდი იუმორი


ანაზღაურება: ძირითად ხელფასს დაემატება ბონუსები (ყოველ გამწარებულ სტუდენტზე 51 ლარი)

ავტორი: მაღლივის ფანკლუბი

No comments:

Powered by Blogger.