კუმისელი მოჩვენება მაღლიველია!!!
მოგეხსენებათ ბოლო დროს სოფელ კუმისის მოსახლეობას ყოველ ღამით ანომალიური არსება აწუხებს,ჯერჯერობით ვერავინ შეძლო მისი ვინაობის დადგენა, უცნობი პირი, რომელიც შავ სამოსშია გამოწყობილი ეზოში შედის და მოსახლეობას აშინებს. პოლიციამ ვერ შეძლო მისი დაკავება თუმცა ჩვენმა ჯგუფმა შეძლო გორდიასის კვანძის გახსნა, ვფიქრობ ვიპოვეთ ადგილი საიდანაც კუმისსა და კიდევ რამდენიმე სოფელში ზემოთხსენებული ანომალია გავრცელდა...
დაახლოებით ერთი თვის წინ, მაღლივის ბიბლიოთეკის შენობიდან გამოვედი, გამოცდა დავწერე და მეგობარს ველოდებოდი, იქვე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა დამაინტერესა და ახლოს მივედი,ღებვის პროცესს ვუყურებდი როცა ერთ-ერთ მღებავს ქაღალდისაგან სახელდახელოდ გაკეთებული ქუდი დაუვარდა, დავიხარე მისაწოდებლად ,მაგრამ უცებ ჩემი მზერა ქაღალდზე შეჩერდა, სადაც ამოვიკითხე : "ბრძანება 69 - ბიბლიოთეკის საიდუმლო განყოფილება" .
მღებავს ბოდიში მოვუხადე და ქუდი გავშალე,სამწუხაროდ უმეტესი ნაწილი საღებავით იყო წაშლილი თუმცა მოვახერხე ამომეკითხა რამდენიმე საჭირო ინფორმაცია , მაგალითად გავიგე, რომ მაღლივის ბიბლიოთეკის ქვედა სართულზე, სადაც ცნობილი ინფორმაციით წლების წინ მორგი იყო განთავსებული, საიდუმლო ოთახებია , რომლებშიც ასევე საიდუმლო საქმიანობას ეწევიან პირები, რომლებიც ოფიციალური ცნობებით დიდი ხნის წინ არიან გარდაცვლილნი. ამ ინფორმაციამ ძალიან დამაინტერესა და დავიწყე გამოკვლევა. რამდენიმე დღიანი მცდელობის შედეგად შევაღწიე არქივში სადაც აღმოვაჩინე საიდუმლო დოკუმენტების მთელი გროვა,წარმოგიდგენთ საიდუმლოებების ვრცელი სიის მცირე ნაწილს :
საიდუმლო განყოფილებას, რომელშიც ძირითადად ოფიციალურად გარდაცვლილი პირები მუშაობენ, სათავეში უდგას პიროვნება ზედმეტსახელად "ვოლდემორტა" .
დაწესებულებაში ხდება გარდაცვლილი სულების გამოხსნა და პარანორმალურ არსებებად გარდაქმნა, რის შემდეგაც იწყება საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესი, რისი მოწმეებიც უკვე 2 თვეა სოფელ კუმისში ვხდებით. როგორც ვხედავთ თსუ მხოლოდ განათლებული ხალხით არ ამარაგებს სამშობლოს, მომავლის პროექტის მიხედვით თითო არსება ყველა სოფელსა თუ ქალაქში იქნება მივლენილი.
ორგანიზაციის შინაგანაწესის მიხედვით,მათივე უსაფრთხოების მიზნით, პერსონალს ეკრძალება გამოცდების პერიოდში სართულის დატოვება და დამკვირვებლებთან კონტაქტის დამყარება. ასევე აკრძალულია გარდერობის ქალებთან გამოჩენაც (მაგათ ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა ) . მკაცრად ისჯება სტუდენტებთან კონტაქტიც, რადგან ზემდგომთა აზრით, სტუდენტები გამოცდების დროს ისედაც ნერვული აშლილობის პიკზე იმყოფებიან და ზედმეტი ქმედება სავალალო შედეგებს გამოიწვევს.
ავტორი:მაღლივის ფანკლუბი
:D <3
ReplyDeletera sayvarlebi xart^^ netav ar daixocot^^
ReplyDeletesikvdilc ar kofila mtlad katastrofa.tavisuflad sheudzliat
ReplyDelete