მაღლიველის მორჯულება
ვიდექი მე მაღლივის წინ, ლექტორი კი მარიგებდა :
- წვიმისას, სტუდენტო, - ათვალწუნებით ამომცქეროდა ლექტორი, - ქუჩაში მანქანიდან თუ
გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით
მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი - სუფთა და თუმცა შარვლის ის ტოტი
გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი -
იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად
რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. შენ და შენი კურსელებიც ასე ხართ, შენ რომ ლექციებს აცდენ, იმათ სცხებ ჩირქს. ჩემი და დეკანატის წყალობითაა, იცოდე სული რომ გიდგას.
წამოგიყვანე მაღლივში, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა გუდ ფუდშიც კი გაჭამე ლობიანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც მაღლიველები სუნთქავენ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უკრედიტოდ - სტუდენტი არა ხარ !
კიბეებთან ვიდექი მე.
- ახლა კი, სტუდენტო, უაკანსკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, 24 ნომერი ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდე საათით ლექციაზე დარჩი.სწავლის გემოს რომ გაიგებ,ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, . ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი...
მაღლივის ფანკლუბი
https://www.facebook.com/magliviofficial
No comments: