როგორ მოიპარა თსუ-მ შობა
ამ სტატიაში მოგიყვებით ლეგენდას ბოროტი უნივერსიტეტის შესახებ, რომელმაც სტუდენტებს შობა მოჰპარა...
ქართველებს რომ ამერიკელებზე ბევრად დიდი კულტურა და ტრადიცია გვაქვს ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ მსოფლიოს წამყვანი კინოკომპანიები ქართული ისტორიების მიხედვით ფილმებს გადაიღებდნენ.
ყველას გინახავთ ფილმი: "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა" , მაგრამ ერთეულებმა თუ ვიცით მისი ნამდვილი ქვეტექსტი.
ფილმი, რომელიც 2000 წლის 17 ნოემბერს გამოჩნდა, Universal studio -ს და Imagine Entertaiment-ის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს, ფილმის სცენარი ალბათ ყველასთვის ნანცობია, მე კი მის ორიგინალ სცენარს წარმოგიდგენთ:
დიდი ხნის წინათ ქალაქში გაჩნდა ლურჯი უნივერსიტეტი , რომელიც დღემდე პოპულარულია. ის არავის უყვარს ლექტორების და პირველკურსელების გარდა . ერთხელ უნივერსიტეტის რექტორი კაბინეტში იჯდა და მთელს კაცობრიობაზე ბრაზდებოდა,ყველაზე მეტად მას შობა არ უყვარდა, იმ დროს როცა ყველა სტუდენტი შობას აღნიშნავდა და მხიარულობდა, ის საკუთარ კაბინეტში იკეტებოდა. ყოველი შობა მარტოხელასათვის საშინელ წამებად იქცეოდა ხოლმე და აი ერთხელაც მან გადაწყვიტა სტუდენტების ცხოვრებიდან გაექრო ეს დღესასწაული, სწორედ ამ დროს მან ფინალური გამოცდები მოიგონა. მას შემდეგ ვინ იცის დასავლეთიდან მომავალ რამდენ სტუდენტს გაუტარებია შობა მატარებელში, რამდენ თბილისელს აუღია ხელი გართობასა და ოჯახთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნაზე, რადგან 8 იანვრიდან - თსუ ში ფინალური გამოცდები იწყება !!!
No comments: