Ads Top

ლეგენდა მაღლივის ბიბლიოთეკაზე

მაღლივის გოდოლიძველი მეგრული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს ეპოვათ სამყაროს ბოლო წერტილი, უკაცრიელი და მიუვალი ადგილი, შემდეგ კი იმ ადგილზე აეგოთ ისეთი შენობა, რომელიც შემდგომში გაუძლებდა ნებისმიერ წარღვნას, ქარიშხალს, მიწისძვრას, ვულკანს,ზვავს და ა.შ.. ადამიანებმა გადაიარეს 50 მთა და ორმოცდამეთერთმეტე მთის უკან აღმოაჩინეს ადგილი, სადაც ცხოვრება ლუციფერსაც კი შეშურდებოდა.მათ დაიწყეს თავიანთი მომავალი სახლის მშენებლობა, მაგრამ შურიანი ლუციფერი განრისხდა როცა გაიგო, რომ ადამიანებს ჯოჯოხეთზე საშინელი შენობის აგება განუზრახავთ და მათ ენები აურია.

 დაუსრულებელი შენობა დიდ ხანს შემორჩა კაცობრიობას, შემდგომში კომუნისტებმა მას ბიბლიოთეკა უწოდეს (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას თეკა — ტანჯვა).
 თქვენ სურათზე ხედავთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მაღლივის გოდოლი მშენებლობის დასრულების შემდეგ, მაგრამ გულმოდგინედ მუშაობამ შედეგი გამოიღო და შენობის საწყისი მდგომარეობაც შესანიშნავად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაღლივის "ბიბლიოთეკა" გაუძლებს წარღვნას, ქარიშხალს, მიწისძვრას, სტუდენტთა წყევლა-გინებას, ვულკანს.
    აქ თითქოს იგრძნობა სიძველეთა სიყვარული
    არსად ისე არ ტირიან , როგორც აქ, ამ შენობაში
    არსად იმდენს არ ლოცულობენ,როგორც აქ ამ შენობაში
    ამ მხარეში მოსვლისთანავე თვალში მოგხვდებათ არქაული ხელოვნების უკვდავყოფილი                     ქმნილება  - ეს მაღლივის ბიბლიოთეკაა !

5 comments:

  1. პ.ს თსუ მოგიტყან ფინალური გამოცდა :@

    ReplyDelete
  2. ფუფუფუ,ვერ ვიტან(((
    მითი კარგია,მომეწონა^

    ReplyDelete
  3. საკაიფოა, ყოჩაღ! :)

    ReplyDelete
  4. და 51 საკრალურირიცხვია :დდდდ

    ReplyDelete

Powered by Blogger.