Ads Top

მომავლის ქრონიკა - მითი ვლადიმერზე


ალბათ ყველას გსმენიათ მითი ამირანის შესახებ, ან მისი ბერძნული ანალოგის - პრომეთეს მითი, რომელმაც ღმერთებს ცეცხლი მოპარა და ღმერთებმა ამისთის ის მთაზე მიაჯაჭვეს.
 თსუ-ის სტუდენტები შეიძლება ზემოთხსენებული მითიური გმიერებივით არ ვიტანჯებით მაგრამ ცდას არ ვაკლებთ. წარმოგიდგენთ ისტორიულ მითს, რომელსაც 3000 წლის შემდეგ მოყვებიან ახლანდელ დროზე.

ქართველი ისტორიკოსები სენსაციურ აღმოჩენამდე მივიდნენ, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკის კედლებზე აღმოჩენილი იქნა 3000 წლის წინანდელი წარწერა, რომელსაც დაახლოებით 2014 წლით ათარიღებენ. წარწერა მოგვითხრობს მითს ვინმე ვლადიმერის შესახებ რომელმაც სტუდენტებს ახალგაზრდობა მოპარა, ამის გამო ის დასაჯეს და ბიბლიოთეკის შენობაზე მიაჯაჭვეს. ლეგენდის თანახმად მას ძილის უფლება არ ჰქონდა, მის თავთან "ბაბოჩკა დაით" იყო ამოკაწრული - როგორც ჩვენ ვიტანჯებით, შენც ისე უნდა დაიტანჯო. მითი მოგვითხრობს რომ სტუდენტებმა მას კონსპექტები მისცეს საზეპიროდ, ვლადიმერიც სწავლობდა და ყოველ კვირას როცა სასწავლს ბოლომდე მიიყვანდა, ყორანი მოფრინდებოდა ახალი კონსპექტები მოჰქონდა მისთვის, ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. ლეგენდის თანახმად, იმისთვის რომ ვლადიმერს არ დაეძინა, მას თვალთან ასანთის ღერები შეუყენეს, რათა მას თვალები არ დაეხუჭა და კარგად გაეგო თუ რას ნიშნავდა უძილობა, ასევე მის თვალწინ აწყობდნენ სხვადასხვა გასართობ საშუალებებს, მას კი აყურებინებდნენ.

არ ვიცით რამდენად შესაძლებელია მსგავსი მითის რეალურობაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ყველა მითში არის სიმართლის მარცვალი.
თბილისი, 5014 წელი
ავტორი: მაღლივის ფანკლუბი


No comments:

Powered by Blogger.