როგორ მოიპარა ზაფხული "გრინჩმა" ?
გრინჩს უკვე შობა აღარ აკმაყოფილებს,ალბათ ყველას გახსოვთ თუ როგორ წაგვართვა უნივერსიტეტმა შობა და ახლა ჯერი ზაფხულზე მიდგა.
საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილი ბოროტი რექტორი თვეების მანძილზე მოწყენილი იყო,მომდევნო შობის მოსვლამდე მისი ყოველი წუთი ტანჯვა იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა ცოტა გამხიარულებულიყო, უკიდურესი ზომები მიეღო და სტუდენტებისთვის ზაფხული წაერთმია!
ზაფხული თბილისში მართლაც საშინლად ცხელია,მაღლივის ხრიოკ მიწაზე გატარებული ყოველი წუთი სტუდენტებისთვის ნამდვილი წამებაა,ავტობუსის გაჩერებიდან ბიბლიოთეკის შენობამდე იმდენ განსაცდელს უნდა გაუძლო, რომ შეიძლება "Wipeout" - დან დაგირეკონ ჩაწერაზე,ახლად ამოწვერილი მზე რომ კეფაში დაგაჭერს,თვალში გიბნელდება შუქისგან,ოფლში იწურები ცალკე სიცხის გამო,ცალკე გამოცდის,თვალები გეხუჭება,გუშინდელი ღამენათევი ხარ,თავი გტკივა,წინ შეიძლება გველმა ჩაგირბინოს,(ერთხელ მართლა ჩაგვისრიალა),ნერვები გეშლება - უნივერსიტეტი ორი კვირის წინ მორჩა და ქულები კიდევ არ დაუდიათ...ბოღმით ივსები, რას არ მისცემდი ოღონდ შენს ცხოვრებაში ეს არ მომხდარიყო,მაგრამ შენ ეს უნდა გააკეთო,შეუერთდე კალმებით შეიარაღებულ სტუდენტთა დიდ მასას და მომდევნო რამდენიმე საათი სხვა ცხოვრებით იცხოვრო...
...ზაფხული ხომ ის დროა როცა ცხოვრება უნდა გიხაროდეს,თავისუფლების შეგრძნებას ვეღარ იტევდე და მუდმივად ისვენებდე,ერთობოდე,ცხოვრობდე,მაგრამ არა...ზაფხულის სამი თვიდან მხოლოდ ერთი თვით გექნებათ შვებულება!
ნუ შეშინდებით მეგობრებო,ზაფხული თბილისში არც ისე ცუდია:
დატკბით ცარიელი თბილისით!
ჭამეთ გლდანის შაურმა!
იარეთ თბილისის ზღვაზე! (ოღონდ ბევრმა არა,არც ისე დიდია)
ისეირნეთ შეყვარებულთან ერთად!
დაკავდით სპორტით!
იარეთ კინოში,თეატრში!
.. ეჰ,მეც კარგი ცინიკოსი ვარ -
ჩვენ ახლა ამის გამკეთებლები ვაართ?
უნდა სხვანაირად ვძლიოთ სვე-ბედს...
მე ვიცი რაცხა ოხრები ვართ,
კონსპექტს დავწერთ და ვიოცნებებთ :)
სწავლა, სწავლა და სწავლა!
ავტორი:მაღლივის ფანკლუბი
No comments: