ინციდენტი მაღლივის ბიბლიოთეკაში
მაღლივის ბიბლიოთეკაში ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ თვითმხილველები "ფეისბუქზე" წერენ.
"ავედით მაღლივში,ძაან საყვარელი და თბილი საგამოცდო ცენტრია. შევუკვეთე 2 ტესტი და 2 ლურჯი კალამი, დავჯექი და ველოდები დამკვირვებელს,თან გვერდზე სექტორიდან ბავშვებს აგდებდნენ და ვუყურებდით,,,იყო სიმშვიდე და ჩვეულებრივი სიტუაცია. ამ დროს ბიბლიოთეკაში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 *ლე და შემოყარეს სექტორში შპარგალკები,შავი კალმები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. დამკვირვებელმა და საგამოცდო ცენტრის უფროსმა ერთხელ,ორჯერ , სამჯერ უთხრეს , გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, კონსპექტების ტრიალი, დაცვის თანამაშრომელს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, დამკვირვებელი ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, შემოვარდნენ განივიდან ლექტორები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გადმოდგა და ჰაერში ისროდა! იმედი მაქვს ზერეკიძეს,ხუბუას,კალანდაძეს ან ანჟელის მაინც გაარტყა.... მოვიდა პატრული, 10 *ლე უკვე გაქცეული იყო...პატრულმა იმის გამო, რომ ბიბლიოთეკაში მომსახურე პერსონალს და სტუდენტების უმეტესობას ღამენათევი სახეები და ჩასისხლიანებული თვალები გვქონდა, ჩათვალა რომ ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები. 2 კამერა იქვე იდგა და იმედია ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ რაც მოხდა. მოკლედ ყველაფერი საშინელება გამიგია , მარა - შავი კალმით რატო არ წერ ბიჭოოოო? - ეგეთი აღარ გამიგია ! - შავი კალმით რატო არ წერ ბიჭოოოო????? მოდი, დაწერე, დაწერეეე!!! 4 წელია შავი კალმით არ დამიწერია,მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა " - წერს რიგითი თსუ-ელი
ორიგინალი სტატია :)) www.palitratv.ge
No comments: