Ads Top

თვითმმართველობა აქტივისტებს ტრენინგზე დონ კორლეონესთან აგზავნის


ჩვენმა ჟურნალისტმა ,  შემთხვევით დიალოგს მოჰკრა ყური,რომელშიც თვითმმართველობის მაღალჩინოსანი აქტივისტებს ამხნევებდა და ყველაფრის დასრულების შემდეგ ნიუ იორკში გამგზავრებას ჰპირდებოდა, ნათლიასთან დასატრენინგებლად.
"07 აუდიტორიასთან საპირფარეშოს კაბინაში ვიყავი როცა ოთახში 10 მდე პიროვნება შემოვიდა ხმაურით,უცებ ყველა მათგანი გაჩუმდა და ერთმა დაიწყო ლაპარაკი,დაბნეულობისგან ზუსტად ვერ დავიმახსოვრე სიტყვები თუმცა მახსოვს რომ ვინც საუბრობდა დანარჩენებს მოქმედების გეგმას უხსნიდა : - შენ უბანში გადარეკე, ბიჭებს უთხარი მოვიდნენ და თავანი ჩაბარებული იქნებაო ერთს უთხრა,მეორე "თბილისი ცენტრალში " გაუშვა ყელიანი როლინგების საყიდლად,სახეზე ავიფარებთო, ბოლოს დაამშვიდა,თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის ბიუჯეტიდან თანხას გამოვყოფთ და ნიუ იორკში გაგიშვებთ ტრენინგებზე , ვიტო კორლეონესთანო" - ყვება ჟურნალისტი

No comments:

Powered by Blogger.